დიუგარი მესიზე: ამ მეტრანახევრიანი აუტისტის ეშინია გრიზმანს?

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" ფორვარდების - ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის პარტნიორობის საკითხზე.

"რისი ეშინია გრიზმანს? 1,5-მეტრიანი, ნახევრად აუტისტი ბიჭის?

ბოლოს და ბოლოს, უნდა დაამტკიცოს, რომ **ერები აქვს. თუ ანტუანს რამე არ მოსწონს, მან ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადოს. უკვე წელიწადია, რაც მასსა და მესის შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ", - განაცხადა დიუგარიმ.

თუმცა, მოგვიანებით, 48 წლის ფრანგმა ბოდიში მოიხადა. ცხადია, არა მესის მისამართით...

"გონებაში არ გამივლია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დაცინვა. ეს ჩემს გეგმებში არ
შედიოდა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისაც ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა." - დაწერა დიუგარიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, ფრანგმა პირობა დადო, რომ საკუთარი გადაცემის დროსაც მოიხდის ბოდიშს.

Foot Mercato-ს მიხედვით sportall.ge-სთვის მოამზადა გიორგი ღავთაძემ
მკითხველის კომენტარები / 16 /
მესი პრეტენზიული ბოღმა ბავშვივითაა.ყოველთვის პრეტენზიები აქვს ან ფეხბურთელებთან ან მწვრთვნელებთან.არადა მაგის შეუთანხმებლად არავის ყიდულობენ და არც მწვრთნელებს ნიშნავენ.ჯერ აყიდინებს მერე არ მოეწონება და უშვებენ.მაგის ბოღმა ხასიათი კარგად გამოჩნდა ბავშვობის მწვრთნელი რომ გააშვებინა ბარსადან,რომელმაც ხავი და ინიესტას როლი ბარსას წარმატებებში მესის დონეზე დააყენა.
ასეა ეს
10:59 03-07-2020
22
ფეხბურთი გიყვარდეს და მესი გძულდეს, სხვა დონეა. მე ვერ ვქაჩავ ალბათ. (მარადონა, ზიკო, .... ესენიც გძულთ?)
100%
10:27 03-07-2020
3

სიახლეები პოპულარული