ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის "რეალი" გასვლაზე ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე სერხიო რამოსის მიერ გატანილი პენალტით დაამარცხა - 1:0.
თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა, უსახური, არალამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. 71-ე წუთზე მარსელომ მადრიდელებს პენალტი მოუპოვა, 73-ე წუთზე კი რამოსმა 11-მეტრიანი გოლად გარდასახა.
აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდში მხოლოდ ბენზემას ჩამორჩება.
"რეალმა" ამ მოგებით 77 ქულა დააგროვა და "ბარსელონას" 7 ქულით გაექცა.
ბილბაო - რეალი 0:1
გოლი: სერხიო რამოსი (73, პენ)