ისევ სერხიო რამოსმა მოაგებინა - "რეალმა" "ბარსას" 7 ქულით გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის "რეალი" გასვლაზე ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მეტოქე სერხიო რამოსის მიერ გატანილი პენალტით დაამარცხა - 1:0.

თამაში ძალიან მოსაწყენი გამოდგა, უსახური, არალამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. 71-ე წუთზე მარსელომ მადრიდელებს პენალტი მოუპოვა, 73-ე წუთზე კი რამოსმა 11-მეტრიანი გოლად გარდასახა.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდში მხოლოდ ბენზემას ჩამორჩება.

"რეალმა" ამ მოგებით 77 ქულა დააგროვა და "ბარსელონას" 7 ქულით გაექცა.

ბილბაო - რეალი 0:1
გოლი: სერხიო რამოსი
(73, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს უკვე მარაზმია. ისეთი პენალტი დაუდეს ყველაზე გადამკვდარი რეალის ფანიც არ მოითხოვდა. აქეთ იყო მარსელოზე ჯარიმა
24
რატო იწყევლები ვიღაცა ხარ, ამ სეზონის თამაშს უყურე ბარსელონაში, თუ რამე გესმის ფეხბურთის დაინახავ კარგად
sormona
23:09 05-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული