იტურალდე გონსალესი: რამოსის დარღვევაზეც პენალტი უნდა დანიშნულიყო

AutoSharing Option
ყოფილმა მსაჯმა იტურალდე გონსალესმა "ბილბაოსა" და "რეალის" მატჩისას არბიტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე გააკეთა კომენტარი.

მსაჯმა ლუის გონსალეს გონსალესმა დანი გარსიას მიერ მარსელოს წაქცევისათვის პენალტი დანიშნა, ხოლო როდესაც სერხიო რამოსმა რაულ გარსიას დააბიჯა ფეხზე, წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

"მარსელოს ეპიზოდში ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო. ამაში ეჭვი არ მეპარება. მას მეტოქემ ფეხზე ბურთზე კონტაქტამდე რამდენიმე წამით ადრე დააბიჯა.

რამოსზეც პენალტი იყო. ფეხბურთში მოთამაშის განზრახვას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემს დროს ამას ყურადღებას არ მივაქცევდი, ახლანდელი წესებით კი სუფთა თერთმეტმეტრიანი იყო.

ვიდეოასისტენტმა თქვა, რომ რამოსს
წესები განზრახ არ დაურღვევია, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს. ცნება "განზრახ" წესებიდან ამოღებულია, ასე რომ, ესეც პენალტი იყო", - განუცხადა იტურალდე გონსალესმა As-ს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
აბა რეალი რისი რეალია, თუ მსაჯები არ მიეხმარნენ? ?
15
კომიკურია უკვე.მე მართლა მეცინება ამ ცირკზე.ფაქტია ბოლო სამი თამაში პენალტებით მოიგეს.ფაქტია ბოლო ორი თამაშია გოლს ვერ იტანს თამაშიდან მადრიდის რეალი,მაგრამ პენლტებს იტანს.არ უტყდებათ მაინც?ასეთი ჩემპიონობა რად უნდათ???მე შემრცხვებოდა ამათ ადგილას,მარა რეალი და სირცხვილი?პერესი და სირცხვილი?ბარსაზე რომ დაენიშნათ სამ თამაშში ზედიზედ პენალტი და ასე მოეგოთ სამივე თამაში,წარმოგიდგენიათ რა ამბავი ატყდებოდა?
master
21:42 05-07-2020
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული