ბარტომეუ: ვიდეოგამეორება მხოლოდ "რეალს" სწყალობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "ბილბაოსა" და "რეალის" მატჩის მსაჯობა შეაფასა.

"ამ შეხვედრის მეორე ტაიმს ვუყურე. "მადრიდის" კიდევ ერთი გამარჯვება და მინდა ჩემი გზავნილი გავიმეორო: მე უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, რადგან ეს სამყაროს საუკეთესო თამაშია, ვიდეოგამეორება კი თავის სიმაღლეზე არ არის და ზოგიერთ შედეგზე ზეგავლენას ახდენს - ასე ჩანს, ის ყოველთვის ერთ გუნდს ("რეალი" იგულისხმა - რედ.) სწყალობს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზოგიერთი შედეგი კარგი არ იყო, ვიდეოგამეორების სისტემა უსამართლოა და რამდენიმე გუნდი დაზარალდა. ჩვენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ვესაუბრეთ.

ეს სისტემა მსაჯებს
უნდა ეხმარებოდეს, თუმცა ჩვენ მრავალი გამოსახულება და მომენტი ვიხილეთ, სადაც ის სამართლიანი არ იყო", - განუცხადა ბარტომეუმ "მუნდო დეპორტივოს" "ვილიარეალისა" და "ბარსელონას" ნამატჩევს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალის ფანი ვარ მაგრამ ყველაზე დიდი “ვიდეო გამეორება” შენს საპრეზიდენტი მოღვაწეობას სჭირდება ბარსაში, არც ბარსას და არც რეალს არ აწყობს როგორც აჩანაგენ და ნელნელა შლი გუნდს დროგა განმავლობაში )) რომან ფიფია))
NIka
12:15 06-07-2020
2

სიახლეები პოპულარული