ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში "ვილიარეალი" "ბარსელონასთან" 1:4 დამარცხდა. კატალონიელებიდან თავი გამოიჩინეს: ანტუან გრიზმანმა, ლუის სუარესმა, ანსუ ფატიმ. კიდევ ერთი გოლი კი "ვილიარეალის" მცველმა პაუ ტორესმა საკუთარ კარში გაიტანა.
Gracenote Live-ის ცნობით, ლუისი "ბარსელონას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში დაწინაურდა და ახლა ის მესამე ადგილზეა. მას და ლასლო კუბალას თანაბარი რაოდენობის გოლები აქვთ გატანილი - 194. მეორე ადგილზე სეზარ როდრიგესი 232 გატანილი ბურთითაა, ხოლო პირველზე ლიონელ მესია (630).
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილის გათამაშებაში მეორე ადგილზე 73 ქულითაა. მადრიდის "რეალი"
პირველზეა და კონკურენტს 4 ქულით უსწრებს.