"რეალი" ხამესს 25 მილიონ ევროდ გაყიდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გუნდს დატოვებს. ამის შესახებ AS იტყობინება.

წყაროს ცნობით, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ადმინისტრაციას ფეხბურთელის გაყიდვა სეზონის დასრულებისთანავე დაავალა. აღსანიშნავია, რომ კლუბი მას 25 მილიონ ევროდ გაყიდის.

შეგახსენებთ, კოლუმბიელი "რეალში" 2014 წელს 74 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ხამესმა 14 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული