ტებასმა გაამხილა - VAR-ის მუშაობაში "რეალის" პრეზიდენტი ერევა!

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა "რეალის" მატჩებზე VAR-ის სისტემის მუშაობის განხილვისას გაიხსენა, რომ სეზონის დასაწყისში "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ხელმძღვანელ ლუის რუბიალესს ვიდეომსაჯების მუშაობის გამო დაურეკა.

"ის, რომ ესოდენ მნიშვნელოვან კლუბს, როგორიც "რეალია", მატჩის დასრულების შემდეგ 20 წუთში შეუძლია დარეკოს, მთელი მსაჯობისთვის არაჯანსაღია. ეს შესაძლოა, ვიდეოგამეორებების არბიტრების დაძაბულობას იწვევს.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავრთოთ მსაჯების მუშაობა განხილვებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, VAR-ზე "რეალის" პრეზიდენტის საუბრის გამოქვეყნება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის", - განუცხადა ტებასმა
"მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი მიაწექი ტებას ამ მსაჯრეალს, შეტენილი პენალტებით, რომ იგებენ. არა ბიჭო?!
დდდ.
20:51 07-07-2020
6
რეალი+მსაჯები+ვარი+პერესი= მაფიოზავარებს.
aba?
13:58 07-07-2020
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული