სუარესი: დარჩენილი მატჩები უნდა მოვიგოთ და დაველოდოთ, როდის დაუცდება ფეხი "რეალს"

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი, რომელმაც "ესპანიოლს" ერთადერთი გოლი გაუტანა და გუნდს მოაგებინა, კომენტარს აკეთებს.

"ჩვენ ვიცოდით, რომ "ესპანიოლის" სიტუაციიდან გამომდინარე, ეს მატჩი ძალიან რთული იქნებოდა. კვირის მატჩის შემდეგ დავიღალეთ და ეს ჩვენს ინტენსიურობაზე აისახა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გავიმარჯვეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ.

ვფიქრობ, ჩვენი შეტევების ნაკლებობა მოწინააღმდეგის დაცვის ბრალია. ისინი 5 მცველით თამაშობდნენ და მცირე სივრცეს გვიტოვებდნენ. მეორე ტაიმში კი რიცხობრივ უპირატესობასაც დაეუფლნენ.

ტაქტიკას რაც შეეხება, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ის წყვეტს, როგორ ვითამაშოთ. მუდმივად საუკეთესო ფორმაში უნდა
ვიყოთ და მწვრთნელს ჩვენი მხარდაჭერა სულ ექნება.

ახლა დარჩენილი 3 თამაში უნდა მოვიგოთ და ველოდოთ, "რეალს" ფეხი დაუცდეს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე ვკონცენტრირდებით", - ციტირებს ლუისს Marca.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული