ბოლო 4 წელში "რეალმა" 250 მლნ ევრო საკუთარი აკადემიის აღზრდილების გაყიდვით იშოვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ბოლო წლებში საკმაოდ სარფიანად ყიდის საკუთარი აკადემიის აღზრდილებს და შემოსული თანხების ოდენობამ ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა.

აკადემიის აღზრდილთა შორის ტოპ-5 ყველაზე ძვირად გასხვისებული ფეხბურთელი "ბლანკოსმა" უკანასკნელ 4 წელში გაყიდა.

ალვარო მორატა დედაქალაქელებმა ყველაზე ძვირად გაყიდეს, 2017 წელს "ჩელსიმ" ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 66 მილიონი ევრო გადაიხადა. აშრაფ ჰაკიმი სულ რამდენიმე დღის წინ გადავიდა მილანის "ინტერში" 40+5 მილიონი ევროს სანაცვლოდ. "ატლეტიკომ" მარკოს ლორენტეს სანაცვლოდ თანაქალაქელებს 30 მილიონი ევრო 2019 წელს გადაუხადა. 2016 წელს ხესეს სანაცვლოდ პსჟ-მა 25 მილიონი ევრო გაიღო, ხოლო
რაულ დე ტომასი "ბენფიკას" 20+2 მილიონი ევრო დაუჯდა.

ბოლო წლებში "რეალმა" რამდენიმე ფეხბურთელი არც ისე ძვირად გაყიდა. დენის ჩერიშევის სანაცვლოდ "ვალენსიადან" 7 მილიონი მიიღო, მარიანო დიასი "ლიონში" 8 მილიონად გაუშვა, "რეალ სოსიედადმა" დიეგო ლორენტეს ხელში ჩასაგდებად 7 მილიონი გადაიხადა, ხოლო მცველი ომარ მასკარელი "შალკეში" 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

საერთო ჯამში, 2016 წლიდან მოყოლებული, "რეალმა" საკუთარ აღზრდილთა გასხვისებით 246 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული