The Athletic-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესის კატალონიურ კლუბში პროცესების შეცვლა შეუძლია, თუმცა ამას არ აკეთებს.
გამოცემის ცნობით, ლეოს საკუთარი ავტორიტეტის გამოყენება მარტივად შეუძლია და აქვს შანსი, "ბარსელონაში" არსებული ვითარება მთლიანად შემოატრიალოს, თუმცა საკუთარ გავლენას ბოლომდე არ იყენებს.
"ლეოს რომ სურდეს, ადვილად იტყოდა: "ბარსას" ახალი პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი სჭირდება." მესის აქვს წითელი ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერაც ყოველდღე შეუძლია, თუმცა ამას არ აკეთებს", - წერია სტატიის ტექსტში.
ლეომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 21
საგოლე გადაცემა გააკეთა. მიუხედავად ამისა, მესი კლუბში ბედნიერი ნამდვილად არ არის.