"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რივალდომ კლუბის პრეზიდენტის, ბართომეუს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. რამდენიმე დღის უკან ბართომეუმ აღნიშნა, რომ მსაჯები "რეალს" ეხმარებიან.
"ზოგჯერ უფლება გვაქვს, გავბრაზდეთ მსაჯებსა და VAR-ის სისტემაზე, მაგრამ "ბარსელონას" პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მსაჯები "რეალს" ეხმარებიან. ბართომეუ უბრალოდ ცდილობს, მედიასაშუალებებს ყურადღება გადაატანინოს ძირითადი პრობლემებიდან. ვფიქრობ, "ბარსელონას" პრობლემა არა VAR-სა და რეფერებშია, არამედ მათ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი თამაშის ხარისხი.
ისინი პანდემიამდე ლიდერობდნენ. ამიტომ მათი წარუმატებლობა მსაჯებს არ უნდა დაბრალდეს. ახლა "რეალს" იმიტომ ჩამორჩება, რომ თამაშის ხარისხი დაბალია." - ციტირებს
რივალდოს goal.com-ი.