ABC-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" უელსელი ფორვარდის, გარეთ ბეილის თავიდან მოსაშორებლად მზად არის, დიდი ზარალი მიიღოს და ფეხბურთელს ხელფასი სრულად დაუფაროს.
მადრიდელთა გადაწყვეტილებით, ისინი ბეილთან კონტრაქტს გაწყვეტენ და დარჩენილი 2 წლის ხელფასს მთლიანად გადაუხდიან, გარეთი კი თავისუფალი აგენტი გახდება.
უელსელსა და "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა დაძაბულია და უელსელი დიდი ხანია მოედანზე არ გამოჩენილა, თუმცა სათადარიგოთა სკამიდანაც ახერხებს პუბლიკის გართობას - ხან სძინავს, ხან კი თვითნაკეთი ჭოგრიტიდან აკვირდება თამაშს.
მიმდინარე სეზონში უელსელმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი
გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "რეალში" კი ბეილი 2013 წლიდან თამაშობს.