თუ 16 ივლისს "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალს" მოუგო, ლა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდება ჩემპიონი და "სამეფო კლუბს" არ უნდა გულშემატკივრებმა პლასა-დე-სიბელესზე ტრადიციული ზეიმი მოაწყონ, - ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.
მიზეზი ისაა, რომ ქომაგების თავშეყრამ შეიძლება კორონავირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. კლუბი ინჩასებს მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის და კეთილგონიერებისაკენ მოუწოდებს.
"რეალი" მადრიდში საჩემპიონო მსვლელობას აპირებს და გულშემტკივრებს სთხოვს, ჩემპიონებს თავიანთი ბინების აივნებიდან მიესალმონ.