დემბელემ მორიგი ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ, რომლის გაყიდვასაც უშედეგოდ ცდილობდნენ, ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

მან ამ სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი გაიტანა) და იმედოვნებენ, რომ მალე ფორმაში ჩადგება და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

23 წლის დემბელემ ბოლოს ნოემბერში ითამაშა, თებერვალში კი ისევ ტრავმა მიიღო და ფინეთში მარჯვენა ბარძაყზე ოპერაციის გაკეთება მოუწია.

"შენი კვლავ ხილვა გვახარებს, უსმან!", - წერს კატალონიური კლუბი "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 1 /
Aman unda tqvas kaci varo, rac movida mas mere fexburti arutamashia magram ki igebs meshok fuls yoveltve gemriela.
Milani
22:56 18-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული