"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანმა საულ ნიგესმა კომენტარი თანაქალაქელი "რეალის" სავარაუდო ჩემპიონობაზე გააკეთა და ძალიან ღირსეულად ისაუბრა.

"თუ "რეალი" გახდება ჩემპიონი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდმა ეს დაიმსახურა. ისინი ძალიან კარგ დონეზე თამაშობენ. მათ სასარგებლოდ პენალტებს, თუნდაც VAR-ის საშუალებით, იმიტომ ნიშნავენ, რომ "ბლანკოსი" მოწინააღმდეგეზე მუდმივ ზეწოლას ახდენს.

ბუნებრივია, სეზონის ბოლოს ლა ლიგაში მესამე ადგილის დაკავება გვინდა. ეს მეოთხე ადგილზე გასვლაზე უკეთესია. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

იმ გუნდით, რაც გვყავს, ეს ვალდებულება გვაქვს. მიმაჩნია, რომ "ატლეტიკომ" აუცილებლად უნდა
მოახერხოს ლიგაზე გასვლა", - განაცხადა საულმა.

ლა ლიგაში ჩატარებული 36 ტურის შემდეგ "ატლეტიკო" მესამე ადგილს იკავებს და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეოთხეადგილოსან "სევილიას".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
რეალი როგორც ყოველთვის დამსახურებულად ხდება ჩემპიონი.
კონკრეტულად რომელი პენალტი არ უნდა დანიშნულიყო კაცისშვილი ვერ ამბობს. ფაქტებით ილაპარაკეთ მეგობრებო.
სუარესის და ბევრი ბარსელონელის სიმულიანტობებზე რომ აღარ იდება პენლები ბარსელონა ამაზეა აჯაგრული.
ლადო
14:53 15-07-2020
6
რატომ არ წერთ იმ სტატის სადაც წერია ვაარის გარეშე მისი გადაწყვეტილებების გარეშე ვის რამდენი ქულა ექნებოდა ლა ლიგაშიო და რეალი ისევ 4 ქულით უსწრებს ბარსელონას იმ ოთხი ქულით რაც ბარსელონასთან თამაშით მოიპოვა ამ სტატიას რატომ არ წერთ რომ სალაპარაკო აღარ ქონდეთ ბარსელონას ფანებს ასეთი დაბალი დონის ბარსელონა კაი ხანია არ მახსოვს მე......ბარსელონა აწი უკვე მეორე გუნდი იქნება პრიმერაში მომავალი წლების მანძილზე ან მესამე აგერ ნახავთ თუ არა...
აკაკი
16:17 15-07-2020
3

სიახლეები პოპულარული