პსჟ მზადაა "ბარსელონას" ნეიმარი ერთი პირობით მიჰყიდოს

AutoSharing Option
პსჟ-მა და "ბარსელონამ" შეიძლება ფეხბურთელები გაცვალონ

"ოკდიარიოს" ჟურნალისტი ედუარდო ინდა ირწმუნება, რომ "პარი სენ ჟერმენი" მზადაა ნეიმარი უსმან დემბელეში გაუცვალოს, მაგრამ "ბარსამ" თან 80 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი ნეიმარს გაშვებას იმ შემთხვევაში დაჰპირდა, თუ "ბარსელონა" მისაღები წინადადებით მიმართავს.

ნეიმარმა ვადამდე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 13 გოლი (4 პენალტით) გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო დემბელემ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში ახლახან
დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული