სერხიო რამოსი: კარიერის "რეალში" დასრულება კი მინდა, მაგრამ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი კარიერის "ბლანკოსის" რიგებში დასრულებაზე გააკეთა.

"თუ კარგად აკეთებ შენს საქმეს, ეს გიფასდება კიდეც. ზედიზედ 10 მატჩის მოგება დიდი შედეგია.

ეს არატიპური სეზონი იყო, ყველა მატჩში გამარჯვება გვმართებდა. ბოლოს შეცდომის უფლებაც არ გაგვაჩნდა. ასეთ თამაშებში კი კომფორტულად მოგება წარმოუდგენელია. ახლა კი კლუბს ლა ლიგის 34 ტიტული აქვს, პირადად მე კი - 5. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ.

ჩვენი წარმატების საიდუმლო ზიდანია. სწორედ ის გახლავთ ჩვენი გემის კაპიტანი. ყველაფერი ზიზუზეა დამოკიდებული. ის
ფეხბურთელებს ენდობა, ასე კი ბევრი არ აკეთებს. ჩვენც გვჯერა ზინედინის და გვინდა, რაც შეიძლება მეტი ხნით დარჩეს გუნდში.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ყველაფერზე თანახმა ვარ, რასაც პრეზიდენტი გადაწყვეტს. კარიერის "რეალში" დასრულებას ვისურვებდი, თუმცა, მგონია, ამასთან დაკავშირებით პრობლემები იქნება", - განაცხადა რამოსმა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
რამოსზე,ძალიან ცუდი აზრისა ვარ,მაგრამ რეალის ხელმძღვანელობა გიჟები იქნებიან,თუ მას გუნდიდან გაუშვებენ.სწორუპოვარი მებრძოლი და ცივსისხლიანი მკვლელია მასში გაერთიანებული,გამარჯვებისათვის არც თავს და მით უმეტეს,მეტოქეს რომ არაფერში დაზოგავს.მის გვერდით სანახევროდ ვერ ითამაშებ და ესეც დამატებით ძალას აძლევს რეალს.
სოსო
11:38 17-07-2020
1
ამ ფეხბურთელზე ძალიან არავინ მეჯავრება. მაგარი სლეა.
კვაზი
12:13 17-07-2020
38

სიახლეები პოპულარული