კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა "ოსასუნასთან" 1:2 მარცხის შემდეგ მატჩი შეაჯამა და მომავალზე ისაუბრა.
"ეს საწყენი და უსიამოვნოა. უსამართლო მარცხი იყო. ძალიან გვიჭირდა "ოსასუნას" კართან მიახლოება. მოწინააღმდეგე საჯარიმოში იდგა და შეტევის ზონებს ვერ ვაკონტროლებდით. განსაკუთრებით გვიჭირდა კონტრიერიშების შექმნა.
არ ველოდი, რომ რომელიმე გუნდი სეზონის განახლების შემდეგ ყველა მატჩს მოიგებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, "რეალი" ახლოს არის ასეთ მიღწევასთან. "ოსასუნასთან" მარცხი ნამეტანია. ამ თამაშში ის ვნახეთ, რაც სხვა დანარჩენში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სრულიად სხვა გუნდად გადავიქცევით. ბოლომდე დავიხარჯებით და ჩემპიონთა
ლიგაზე მაქსიმალური გარანტიებით დავბრუნდებით", - ისაუბრა კიკემ.
შეგახსენებთ, გუშინ, 16 ივლისს, მადრიდის "რეალი" ესპანეთის ჩემპიონი გახდა.