ფლორენტინო პერესი: "ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელმა უნდა მიიღოს...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დადებითად აფასებს გუნდის ფორვარდის, ქარიმ ბენზემას ასპარეზობას.

"მან "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს. ამ სეზონში არ ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც მასზე უკეთ თამაშობდა." - ციტირებს პერესს Eurosport-ი.

16 ივლისს "რეალმა" "ვილიარეალს" 2:1 სძლია და ესპანეთის ჩემპიონი 34-ედ გახდა. ბოლოს მადრიდელებმა ჩემპიონობა 2016/17 წლების სეზონში იზეიმეს. გასული სეზონის ჩემპიონმა, კატალონიის "ბარსელონამ" 79 ქულა მოაგროვა და პირველადგილოსანს 8 ქულით ჩამორჩა.

32 წლის ბენზემამ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 21 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მოუტანა გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წლევანდელი ჩასვრილი ბარსას გულშემატკივრებს სხვა რაღა დარჩენია მიზეზები ყიდვა-გაყიდვებში ეძებონ. პირად შეხვედრებში გამოჩნდა რამდენად ჯობია დღევანდელი რეალი ბარსას და ჯობია დაწყნარდეთ და მოინელოთ როგორმე.
emigranti
03:30 18-07-2020
1
oqros burts imas miscemen visi gundic ligas moigebs
oqros burti
21:28 17-07-2020
0

სიახლეები პოპულარული