ლა ლიგას ბოლოსწინა ტურში "ვილიარეალის" 2:1 დამარცხებისა და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის 34-ედ მოპოვების შემდეგ "რეალმა" მოედანზე ზეიმი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა თითქმის არ მიუღია თავდამსხმელ გარეთ ბეილს.
უკვე გაცნობეთ, რომ კლუბი მას კონტრაქტს გაუწყვეტს და გუნდიდან გაუშვებს. ის ამჯერადაც სათადარიგო იყო და მატჩს ტრიბუნიდან "უყურებდა".
სხვათა შორის, უელსელი გუშინ 31 წლის გახდა და სურათიდანაც ნათლად ჩანს, რომ სიხარული ნაკლებად ეტყობა - შორს დგას და ნაძალადევი ღიმილით ისე უყურებს თანაგუნდელებს, თითქოს განსაკუთებული არც არაფერი მომხდარიყოს.