ფლორენტინო პერესი: მძიმე სიტუაციაში ვართ, ძვირად ღირებულ ტრანსფერებს ვერ განვახორციელებთ

AutoSharing Option
"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ ამ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ვერ იაქტიურებენ, ვინაიდან კორონავირუსის გამო რთულ ფინანსურ ვითარებაში იმყოფებიან და ფეხბურთელების შესაძენად დიდ ფულს ვერ დახარჯავენ.

"ამ ზაფხულში "რეალი" ძვირად ღირებულ ტრანსფერებს ვერ განახორციელებს. სიტუაცია ძალიან ცუდია. ძნელია ფეხბურთელებს კლუბის დასახმარებლად ხელფასების შემცირება სთხოვო და შემდეგ ტრანსფერებზე ფული დახარჯო.

ეს მოიცდის. როდესაც სიტუაცია შეიცვლება, კვლავ საუკეთესოებს შევიძენთ", - განაცხადა პერესმა Onda Cero-ს ეთერში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეძენას შეეცდებოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიანაც კარგი, იქნებ დაუბრუნდეს ფეხბურთი 60-70-80-იანი წლების რომანტიზმს და აღარ დარბოდეს მოედანზე 22 ფულის ტომარა.
1
ვაიმე ბაბუ პერეს, აქ არა ვართ? შეგიგროვებთ მაყუთს და დაგეხმარებით. აბა ბიჭებო ვისაც რა გაქვთ გავუხსნათ ანგარიში ბაბუკას! მე ჩამოვდივარ 10-ლარს.
ძალიან მეცოდება ბაბუ.
21:28 17-07-2020
5

სიახლეები პოპულარული