"რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ ამ ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე ვერ იაქტიურებენ, ვინაიდან კორონავირუსის გამო რთულ ფინანსურ ვითარებაში იმყოფებიან და ფეხბურთელების შესაძენად დიდ ფულს ვერ დახარჯავენ.
"ამ ზაფხულში "რეალი" ძვირად ღირებულ ტრანსფერებს ვერ განახორციელებს. სიტუაცია ძალიან ცუდია. ძნელია ფეხბურთელებს კლუბის დასახმარებლად ხელფასების შემცირება სთხოვო და შემდეგ ტრანსფერებზე ფული დახარჯო.
ეს მოიცდის. როდესაც სიტუაცია შეიცვლება, კვლავ საუკეთესოებს შევიძენთ", - განაცხადა პერესმა Onda Cero-ს ეთერში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამეფო კლუბი" პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეძენას შეეცდებოდა.