"ბარსელონა" კატასტროფის წინაშე - ბარტომეუ სეტიენს შეხვდა, "ბარსას" "ნაპოლისთან" დამარცხება რეალურია

AutoSharing Option
"ბარსელონა" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, 2014 წლის შემდეგ პირველად ვერც ჩემპიონატი მოიგო, ვერც თასი და როგორც მისი კაპიტანი ლეო მესი ბრძანებს, თუ ასე გააგრძელეს, ჩემპიონთა ლიგიდან "ნაპოლი" გამოაგდებს. მართალია, პირველი 1/8-ფინალური მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და განმეორებითი "კამპ ნოუზე" ჩატარდება, მაგრამ ცარიელ სტადიონზე თამაში ფაქტიურად ნეიტრალურ მოედანზე თამაშია და "ბარსამ" საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა, სადაც ამას წინათ თვით "ოსასუნამაც" კი სძლია. ჯენარო გატუზოს გუნდი კი მოგეხსენებათ, საჩუქარი არავისთვის არ არის და ამის ნათელი დადასტურება იტალიის თასის მოპოვებაა.

გეხსომებათ უთუოდ, "ბარსელონას" პრეზიდენტი
ჟოზეპ ბარტომეუ გუნდის მწვრთნელ კიკე სეტიენს სახლში რომ ეწვია და უთხრა, მომავალ სეზონშიც შენ იქნები მწვრთნელიო. დაიმედებულმა სეტიენმა "ოსასუნასთან" შეხვედრამდე ჟურანლისტებს განუცხადა, გაისამდე არსად არ ვაპირებ წასვლასო, თუმცა მას შემდეგ საქმის ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და კატალონიური "სპორტის" ცნობით, ბარტომეუსა და სეტიენის განმეორებითი, რიგგარეშე შეხვედრა შედგა. როგორც იცით, მომავალი წლის ზაფხულში კლუბის პრეზიდენტის არჩევნებია და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბარტომეუს სავარძელი გვარიანად შერყეულია.

მოკლედ, სეტიენმა ამჯერად მიიღო გარანტია, რომ გუნდს მხოლოდ ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

"ბარსელონას" ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ განაცხადა, რომ ძალიან შეშფოთებულია, რამეთუ "ნაპოლისთან" წაგების საფრთხე რეალურია, გულშემატკივრები და პრესა იმედგაცრუებულია და მწვრთნელი ახლავე გადასაყენებელია.

შეგახსენებთ, "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძირეული ცვლილებებია საჭირო.. ან ამ ნაპოლის რომ გაცდნენ ეს ბარსა მოიგებს ლიგას? აბსურდად მეჩვენება..
ბარსას ფანი
18 ივლისი 2020 12:34
3
როგორც მე ვარ ჩინელი, ისე შენ ხარ ბარსას ფანი, ნუ აფერისტობთ ყველა.
გია
18 ივლისი 2020 19:37
3
აი მტყუანს იცის ყველამ როგორც.. რაც მე ბარსას ფანი არ ვარ :) შე ჩონ დუ ხვანო..
ბარსას ფანი
19 ივლისი 2020 03:05
2
მხოლოდ მწვრთნელი?ბარტომეუა გასაგდები დაუყოვნებლივ.მაგის ხელში აუცილებლად გავარდება ბარსა.ხვალვე სხვა რომ მოვიდეს,მაშინაც კი თითქმის განწირული ჩანს კლუბი.
სოსო
18 ივლისი 2020 16:12
2
რის გამოც მომწონდა ბარსელონა,აღარაფერი შეარჩინეს,ყველასთან აგებენ და თამაში აღარავის უხარია.გუნდის პრეზიდენტი თავისი ფეხბურთელების წინააღმდეგ აქვეყნებს "ფეიკებს"მწვრთნელი გუნდის გაგებაში არ არის და ამაზე მეტი ტრაგიზმი,სადღა ვეძებო?მწვრთნელის და პრეზიდენტის სიტყვები,სიცრუეა და ამას ყველა ხედავს.გუნდთან კონტაქტი დაკარგეს.ბარტომეუ, სულაც ლიდერებს ებრძვის.ამ სიტუაციის დალაგებას და გუნდის ათამაშებას,რამდენი ხანი დასჭირდება?ჩემპიონთა ლიგა,უკვე ახლოსაა და პერსპექტივა კი, არც იქ ჩანს.ნაპოლი დაფრინავს და ეს ჩახოცილი ხალხი,მათი მომგებია?ღმერთმა ქნას,დალაგდნენ,მაგრამ აღარ მჯერა ხელმძღვანელობის.
სოსო
18 ივლისი 2020 23:12
0
სოსო პატივს გცემდი კარგი კომენტარების გამო, მაგრამ სიმართლე გითხრა აღარ მომწონს შენი ტრაგიზმით სავსე კომენტარები.
ბარსას ფანი
18 ივლისი 2020 18:28
2
კატალონია საქართველოს მტერია იმიტომ აფხაზეთის მხარდამჭერი და რუსეთის მოკავშირეა. თუ ნაძირალა არა ხარ ბარსას მხარი რა პონტში უნდა დაუჭირო
საქართველო უპირველეს ყოვლისა
18 ივლისი 2020 23:38
6
გაუმარჯოს კატალონიას! გაუმარჯოს ბარსას!
viva katalonia! viva barsa!
19 ივლისი 2020 12:23
1
რა დროს ბარსაა, როცა ქუჩები სავსეა აჯანყებულლი აფრიკელებით? და საბრალო მესიმ მარჯვენა დაკრას, მარცხენა, თუ თავი, აღარც ახსოვს. დაიღალა, მობეზრდა სირბილი და ძუნძულზე გადავიდა. ძუნძულით კი, მხოლოდ ბარტყულაშინჩიკს თუ მოიგებენ, მეტს ვერაფერს.
აგე რეალი, როგორ ათამაშდა, სუფთა პიკასოს ბიჭები არიან.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
18 ივლისი 2020 20:02
9
მსაჯებით ვარებით და ბაბუ მელას ფულებით კარგად მოიგეთ არა? ვის ატყუებთ ვარებო?
io
18 ივლისი 2020 22:29
1
დიდი ხანია მძორი აღარ არის ბენზემა? წავიდეს, ეგ კიდევ აქ არის? გვეზიზღება, დაბერდა და ვერ თამაშობს. თქვენ არ იყავით მაგ ბენზემაზე, რომ იძახოდით და რას აღარ აგინებდით?. ისე, რომ მოკეტეთ და დაეყარეთ ერთ ადგილას. მესი კი თქვენი სახსენებელი არ არის, ვარებო თუ ვირებო.
io
18 ივლისი 2020 22:59
0
ყველა გამოხმაურება
გუარდიოლას მერე ბარსას ყურება შეუძლებელია, ბეტისი: სევილიას თამაშს უფრო უყურებ ,ტიპები დგანან და კიდიათ საერთოდ ფეხბურთი , ერთ გოლს გაიტანენ და მერე უაზრო პასები პასები პასები, ვალვერდემ ხო საერთოდ მოსპო გუნდი, ეს კიდე ვინ არი რა უნდა ბარსაში , იმედია რამე შეიცვლება თორე ესე აღარ შეიძლება..ხავი ინიესტა გუარდიოლას ბარსა მოგვენატრა..
Jiji
24 ივლისი 2020 19:10
0

სიახლეები პოპულარული