"ბარსას" კოუტინიოს "არსენალის" ნახევარმცველში გაცვლა სურს

AutoSharing Option
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიოს "არსენალის" ფეხბურთელ მეტეო გენდუზიში გაცვლა სურს.

კატალონიურ გრანდში კოუტინიოსაგან საბოლოოდ გათავისუფლება გადაწვიტეს და თუ ჯერ კიდევ ერთი იჯარით გაშვებას აპირებდნენ, უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდათ და მზად არიან ბრაზილიელი 21 წლის ფრანგ ნახევარმცველში გაცვალონ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს, მას შემდეგ რაც "ლორიენიდან" 2018 წელს "არსენალში" გადავიდა, საგრძნობი პროგრესი აქვს, ახალ მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტასთან ურთიერთობის დალაგება არ გამოუვიდა. ამას გარდა, ლონდონურ კლუბს შეკითხვები გენდუზის დისციპლინასთანაც აქვს.

ფელიპე კოუტინიოს კი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2023
წლამდე აქვს გაფორმებული. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი 2013-2018 წლებში ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპულის" მაისურით თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ესეიგი ამ ბარსას ხეჩმძღვანელობის მეტი ყველა ხვდება რა სი.....ბიც არიან.გუნდი დაამსგავსეს მაჩანჩალას რომელსაც თუ მოინდომებენ ყველა მოუგებს მითუმეტეს ლეოს თუ რამე დაემართა ფუი ნეიმარის გაყიდვის მერე ნახევარი მილიარდი დახარჯეს ტრანსფერებში და არცერთი არ გამიადგათ ლემანსია დაშალეს მარტივ მამრავლებლად.მოკლედ რა დამთავრდა ბარსას ჰეგემონია
თემური
13:16 19-07-2020
1
სულ გამოშტერდნენ ამ ბარსელონაში,რა გუნდუზი??
ზესტა
12:36 19-07-2020
1

სიახლეები პოპულარული