"ლა ლიგის" უკანასკნელ ტურში "ლეგანესისა" და "რეალის" შეხვედრა 2:2 დასრულდა.
"სამეფო გუნდი" გასულ ტურში გახდა ჩემპიონი, უმოტივაციოდ იყო და ნება-ნება თამაშით ფრეს დასჯერდა.
ამით შეწყდა "რეალის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია, რომელმაც "ბარსელონა" 4 ქულით ჩამოიტოვა.
"ბარსას" თავდამსხმელი ლეო მესი 25 გოლით ბომბარდირი და 21 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი გახდა. მან პიჩიჩი მეშვიდედ მოიგო (ზედიზედ მეოთხედ) და ტელმო სარეს რეკორდი დაამხო.
ბომბარდირთა დავაში 21 გოლით მეორე ადგილზე "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა გავიდა - ვიცე-ასისტენტი 11 პასით მიკელ ოირსაბალია (სოსიედადი).
სერხიო რამოსმა 35 მატჩში 11 გოლი გაიტანა (6 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა - მან მცველებს შორის 1993-14 წლების სეზონში ექს-ბარსელონელი რონალდ კუმანის დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
ლეგანესი - რეალი 2:2
გოლები: 0:1 სერხიო რამოსი (9), 1:1 ბრიან ხილი (45+1), 1:2 ასენსიო (52), 2:2 ასალე (78)
"რეალი" 34-ედ გახდა ჩემპიონი - "ბარსელონამ" თავი შეირცხვინა [VIDEO]
ბეილს "რეალის" საჩემპიონო ზეიმში მონაწილეობა თითქმის არ მიუღია