"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ლა ლიგაზე მორიგი ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსამ" ოქროს მედლები ვერ მოიგო, ის ესპანეთის დასრულებულ ჩემპიონატზე მრავალი ინდივიდუალური მაჩვენებლით საუკეთესო იყო.
მესი 33 მატჩში გატანილი 25 გოლით ბომბარდირი გახდა, სარეკორდო მეშვიდედ მოიგო პიჩიჩი და ტელმო სარეს რეკორდი დაასამარა.
21 საგოლე გადაცემა გააკეთა და ხავის რეკორდი დაამხო. მოკლედ, ბომბარდირიცაა და საუკეთესო ასასტენტიც.
ამას გარდა, ის კიდევ არაერთი მაჩვენებლით გახლდათ საუკეთესო: შექმნილი საგოლე შანსებით, წარმატებული დრიბლინგებით, კარის ჩარჩოში დარტყმებით, მოედნის ბოლო სამ
მეოთხედზე ზუსტი გადაცემებით, საჯარიმოდან გატანილი გოლებით და ჰეთ-თრიკებით.