L’Equipe ცნობით, კატალონიელები კიკე სეტიენის ერთ-ერთ პრიორიტეტულ შემცვლელად ბლანს ასახელებენ. “ბარსას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა სეტიენის მუშაობით, ხოლო მას შემდეგ რაც, ლალიგის ჩემპიონატი ტრიუმფის გარეშე დაასრულეს, მისი გადაყენება დროის საკითხია.
წყაროს ცნობით, კლუბის სპორტილი დირექტორი ერიკ აბიდალი ირწმუნება, რომ ბლანის საფეხბურთო ფილოსოფია იდეალურად ერგება გუნდის ფილოსოფიას. ასევე, ფრანგ სპეციალისტს ამაღლებული ფინანსური მოთხოვნილებები არ გააჩნია.