El Chiringuito-ს ინფორმაციით, კოლუმბიელს მყიდველების რიგი დაუდგა. ხამესით დაინტერესებული არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", "მილანი" და "ბენფიკა".
თავად როდრიგესს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს. ამჟამად ის მადრიდის "რეალში" წლიური გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს იღებს.
ხამესი თუ გუნდთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება.
"რეალი" ხამესს 25 მილიონ ევროდ გაყიდის