ხამესს მყიდველების რიგი დაუდგა, მას თამაში პრემიერ ლიგაში სურს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი შეიცვალოს.

El Chiringuito-ს ინფორმაციით, კოლუმბიელს მყიდველების რიგი დაუდგა. ხამესით დაინტერესებული არიან: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი", "მილანი" და "ბენფიკა". 

თავად როდრიგესს კარიერის გაგრძელება ინგლისში სურს. ამჟამად ის მადრიდის "რეალში" წლიური გასამრჯელოს სახით 8 მილიონ ევროს იღებს.

ხამესი თუ გუნდთან ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება.

alt"რეალი" ხამესს 25 მილიონ ევროდ გაყიდის

ასევე დაგაინტერესებთ