"ბარსელონა" ფატის გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველ ანსუ ფატისთან თანამშრომლობას გააგრძელებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ფეხბურთელმა "ბარსასთან" ხელშეკრულება 2019 წლის დეკემბერში გაახანგრძლივა, კატალონიურ კლუბს მისადმი სხვა კლუბების, მეტადრე "მანჩესტერის" ინტერესი აფრთხობს.

ახალი კონტრატის მიხედვით ის აღარ ჩაითვლება დუბლების ფეხბურთელად და მისი კლაუსულაც გაიზრდება.

ფატის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს დადებული, მისი გამოსასყიდი ფასი კი 170 მილიონი ევროა და 300 მილიონამდე გაიზრდება.

ლა ლიგას გასულ სეზონში ანსუმ 24 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბართომეუ შე მელა! მერე გაყიდი ალბათ სარფიანად არა? შენ ხომ ემტერები კარგ და მაგარ ფეხბურთელებს. საერთოდ რა გინდა ბარსაში, მალე დაახვიე და დროზე აუდე, შენს სეტიენებიანად და სარაბიებიანად.
კობა
09:41 25-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული