კროოსი: "მანჩესტერში" კინაღამ გადავედი, მაგრამ "რეალი" ავირჩიე

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი იხსენებს მომენტს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა შეეძლო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩემით აქტიურად ინტერესდებოდა. მაგრამ ერთ დღეს აგენტმა დამირეკა და მკითხა, რა აზრის ვიყავი მადრიდის "რეალში" გადასვლაზე. მე ვუპასუხე, რომ არჩევნის საშუალება თუ იქნება, "რეალში" გადავიდოდი." - ციტირებს კროოსს Football Inside.

შეგახსენებთ, ტონი "რეალში" 2014 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" "რეალში" გადავიდა. "თეთრების" რიგებში მან 277 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი და 68 საგოლე გადაცემა განახორციელა.

სხვა ჩემპიონატებთან ერთად მან მადრიდის "რეალში" 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა
ლიგა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული