"ბარსელონას" იმედი აქვს, რომ კოუტინიოს 80 მილიონ ევროდ გაყიდის

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნში" იჯარის წესით თამაშობს, ფილიპე კოუტინიოს მომავალი კვლავ ბუნდოვანია.

ლეროი სანეს შეძენის შემდეგ "ბაიერნი" არ აპირებს კოუტინიოს დატოვებას. სეზონის დასრულებისთანავე ბრაზილიელი "ბარსელონაში" დაბრუნდება, თუმცა, თავის მხრივ, არც კატალონიელებს სურთ მისი დატოვება.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელები ნახევარმცველის რეალიზებაში 80 მილიონ ევროს ელოდებიან, ტრანსფერის თაობაზე არანაირი წინადადება არ მიუღიათ.

2019/20 წლების სეზონში ფილიპემ "ბაიერნის" შემადგენლობაში 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 9 გოლი და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა ფეხბურთელების სასაფლაოა.რამდენი ფეხბურთელი იყიდეს და გააფუჭეს.
რა გინდოდა ყოფილიყავი კაცურ კლუბ ლივერპულში.
11:27 28-07-2020
0

სიახლეები პოპულარული