RAC 1: ვერავის იყიდიან, ფული საერთოდ არ აქვთ - "ბარსელონას" კრიზისი გარდაუვალია

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" უამრავი პრობლემა აქვს. გუნდმა სეზონის განახლების შემდეგ ლა ლიგაზე ლიდერობა დაკარგა და ტიტული მადრიდის "რეალს" დაუთმო. ფეხბურთელები ვერ ეგუებიან მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის, ფილოსოფიას. კორონავირუსით გამოწვეულმა ხანგრძლივმა პაუზამ კატალონიელებს ფიზიკური ფორმა დააკარგვინა. თუმცა ამ ყველაფერს ემატება ფინანსების უკმარისობა.

RAC 1-ის ცნობით, იმისათვის, რომ "ბარსელონამ" სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელები შეიძინოს, პირველ რიგში, საკუთარი მოთამაშეები უნდა გაყიდოს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ვერ შეელევიან იმ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც სამწვრთნელო შტაბს არ აქვს, მაშინ ვერანაირ ტრანსფერს ვერ განახორციელებენ, რამდენადაც კლუბს ზედმეტი ფინანსური რესურსი
აღარ გააჩნია.

ბოლო რამდენიმე კვირაა "ბარსა" აქტიურად ცდილობს, ფილიპე კოუტინიო გაყიდოს, თუმცა არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ. გასაყიდ კანდიდატებში არიან ასევე: უსმან დემბელე და მარტინ ბრეიზუეითი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა პრეზიდენტიცაა ისეთი კლუბი ჩვარსა.ბარსა მალე ჩაიძირება მესი კი გადავა ინტერში.
კარგით რა
19:40 31-07-2020
6
სულ ასეთ სურათებს რატომ დებთ? პირდაპირ ბარსაზე ხართ ჩასაფრებული, რომ როგორმე დააკნინოთ.
ანრი კურტანიძეს
18:31 31-07-2020
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული