
კორონავირუსის გამო მძიმე ფინანსურ ვითარებაში მყოფ "ბარსელონას" ფეხბურთელთა შესაძენად ფული არა აქვს და "ჩელსის" ნახევარმცველ ვილიანის ტრანსფერზე მუშაობს, რომელსაც მალე თავის კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.
Sky Sports-ის ცნობით, "ბარსა" ბრაზილიელის წარმომადგენლებს დაუკავშირდა და თავიანთ გუნდში გადასვლა შესთავაზა.
ვილიანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი სამსახურით აგრეთვე "ინტერი" და "არსენალი" არიან დაინტერესებული.