სემედუ "ბარსელონასთან" კონტრაქტს გააგრძელებს

AutoSharing Option
26 წლის მცველი ნელსონ სემედუ "ბარსელონაში" დარჩება.

სემედუ "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას და შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გამოცემის მტკიცებით, სემედო კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს.

ამჟამად მისი კლაუსულა 100 მილიონ ევროს შეადგენს და ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაუზრდიან.

ლა ლიგაზე გასულ სეზონში სემედუმ 32 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიანაც კარგი! მთავარია მერე თუ არ დაარტყა თავში ბართომეუს და არ გაყიდა ვიღაც ასაკოვანის გამო, როგორც ეს გააკეთა არტურის პიანიჩის შემთვევაში. ძაან მენანება არტური ასე არ უნდა გაემეტათ, და მერე უკვირს ამ აჩკარიკას ნაწყენი, რომ არის.
vaxo
09:18 03-08-2020
0

სიახლეები პოპულარული