მესი კასილასს: შენ წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, შენი დამსახურებაა, რომ...

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანმა ლიონელ მესიმ იკერ კასილასის კარიერის დასრულებაზე კომენტარი გააკეთა.

"იკერი დღეს კარიერას ასრულებს, თუმცა ფეხბურთის ისტორიაში დიდი ხნის წინ შევიდა. არა იმიტომ, რომ ის ლა ლიგის ეტალონი იყო, არამედ საერთაშორისო დონეზე მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა."

შემდეგ ლეომ თვითონ კასილასს მიმართა:

"დაუჯერებელი მეკარე ხარ. სიმართლე ისაა, რომ მიჭირდა შენ წინააღმდეგ თამაში.

მაგრამ ახლა, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს იყო ბრწყინვალე მეტოქეობა, რომელიც ყოველ ჯერზე განვითარებაში გვეხმარებოდა, როცა მოედანზე ერთმანეთის პირისპირ გავდიოდით."

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესიმ კასილასის წინააღმდეგ თამაში მიჭირდაო არადა რაც რეკორდი აქვს გატანილი გოლებით რეალის წინააღმდეგ სულ კასილასს გაუტანა. კასილასის წასვლის შემდეგ, ანუ 2015 წლიდან დღევანდელის ჩათვლით მხოლოდ 4 გოლი გაუტანა რეალს.
გიორგი
10:37 06-08-2020
1
ისე ფეხბურთში არიან გამონაკლისი ფეხბურთელები, რომლებიც მეტოქის გულშემატკივრებშიც პატივისცემას იმსახურებენ ასეთებია: რაული, იკერი, ინიესტა, ჩავი, ბუფონი. დანარჩენები შემახსენეთ კიდევ ვინ დავამატოთ.
ბარსა
20:01 05-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული