ბართომეუმ ფეხბურთელები ჩამოთვალა: მათ არ გავყიდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომელთა გაყიდვასაც კატალონიელები არ აპირებენ.

"ტრინკაუს არ ვყიდით. არც მას, არც პედრის, არც ფატის, არც ტერ შტეგენს, არც რიკი პუჩსა და არაუჟოს. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების გასხვისებას არ ვაპირებთ. ჩვენ მომავლისთვის ახალ თაობას ვქმნით", - განაცხადა ბართომეუმ.

ლა ლიგის აწ უკვე დასრულებულ სეზონში "ბარსელონამ" 82 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" "ნაპოლისთან" გასვლაზე ფრედ, 1:1 ითამაშა. განმეორებითი შეხვედრა 8 აგვისტოს, "ნოუ კამპზე" გაიმართება.

მომზადებულია Marca-ს
მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული