მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა აცხადებს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, თავი კრივში სცადოს.
32 წლის ფორვარდი თავის მეგობარ კიკბოქსიორს, ფუად ეზბირის ინტერვიუს აძლევდა, როცა ამ იდეაზე ისაუბრა:
"ორთაბრძოლებისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ვარჯიშიც ძალიან მიყვარს, ჩვენ ერთად ადრეც გვივარჯიშია. რატომ არ უნდა ვცადო შენთან 6 თვის მანძილზე ვარჯიში? თუ ჩათვლი, რომ ბრძოლისთვის მზად ვიქნები - არანაირი პრობლემა არ იქნება. ღმერთს გეფიცები, ამისთვის მზად ვიქნები!".
საუბარში ბენზემამ თავის ერთ-ერთ კერპად მაიკ ტაისონი დაასახელა.
ბენზემა: ვინაა მსოფლიოს 5 საუკეთესო დრიბლიორი? საუკეთესო მხოლოდ ერთია...
ბენზემა: "ბარსაზე"არ ვილაპარაკებ, ჩვენ ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს