"ბარსელონამ" არტური "ნოუ კამპზე" არ შეუშვა

AutoSharing Option
ნახევარმცველი არტური, რომელმაც "იუვენტუსში" გადასვლამდე "ბარსელონას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე უარი განაცხადა, "ნოუ კამპზე" არ შეუშვეს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

ბრაზილიიდან დაბრუნებულმა არტურმა გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვა და "ნაპოლისთან" მატჩზე სტადიონზე არ შეუშვეს.

მალე მას კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი შეხვდება და ტრანსფერის სიტუაციას საბოლოოდ გადაწყვეტენ.

შეგახსენებთ, "ბარსამ" 23 წლის არტური 72 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო "იუვეს" 30 წლის ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი 60 მილიონად შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ პრეზიდენტის ძალიან მიკვირს რა პიანიჩი არტური პერსპექტიული ახალგაზრდა კარგი ფეხბურთელია პიანიჩი კი გამოწურა უკვე იუვემ არაფერს მოუმატებს თუარ მოუკლო და საერთოდ როგორ მოერგება გუნდს არავინ იცის
თემური
22:41 09-08-2020
1
სულ გარეკა ბარტლომეუმ !!! არტურს წასვლა არ უნდოდა , ძალიათ გაუშვეს გუნდიდან , შემდეგ მოთხოვეს უნდა ითამაშოო და უარი უკვირთ ?
კახაბერი
12:34 09-08-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული