"ბარსელონამ" არტური "ნოუ კამპზე" არ შეუშვა

AutoSharing Option
ნახევარმცველი არტური, რომელმაც "იუვენტუსში" გადასვლამდე "ბარსელონას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე უარი განაცხადა, "ნოუ კამპზე" არ შეუშვეს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

ბრაზილიიდან დაბრუნებულმა არტურმა გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარი თქვა და "ნაპოლისთან" მატჩზე სტადიონზე არ შეუშვეს.

მალე მას კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი შეხვდება და ტრანსფერის სიტუაციას საბოლოოდ გადაწყვეტენ.

შეგახსენებთ, "ბარსამ" 23 წლის არტური 72 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო "იუვეს" 30 წლის ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი 60 მილიონად შეიძინა.