"ბარსელონა" ბერნარდო სილვას გადაბირებას ცდილობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ბერნარდო სილვას შეძენა სურს.

"ტელეგრაფის" ცნობით, ბერნარდო სილვა "ბარსას" სატრანსფერო მიზანია და მზად არიან გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახადონ.

სეზონის დასასრულს მან ფილ ფოდენთან კონკურენცია წააგო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

"ბარსელონას" ბერნარდო სილვას კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის სრულად გადახდა არ შეუძლია და მზადაა ტრანსფერში მცველი ნელსონ სემედო ჩართოს.

26 წლის პორტუგალიელმა გასულ სეზონში პრემიერლიგის 34 მატჩში 6 გოლი გიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული