კატალონიური "სპორტი" ამტკიცებს, რომ ვითარების შესანარჩუნებლად "სამეფო კლუბი" მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს გაყიდის.
"რეალს" მთავარმა სპონსორებმა Adidas-მა და Emirates-მა შეატყობინეს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად ვერ შეასრულებენ, ამიტომ მომავალ სეზონში კასტილიური კლუბი ფეხბურთელებს გასამრჯელოს 10%-ით შემცირებას შესთავაზებს.
"ბლანკოსი" სატრანსფერო ბაზარზე მხოლოდ თავდამსხმელ გარეთ ბეილის გაყიდვის შემთხვევაში გავა.