სეტიენს აბიდალს ზედ მიაყოლებენ - "ბარსამ" პოჩეტინიოს კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო წაგების (2:8) შემდეგ "ბარსელონაში" დიდი ცვლილებები მოხდება.

თავად კლუბის პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ რა თქმა უნდა, გადადგომას არ აპირებს, თუმცა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. მის საკითხს დირექტორთა საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს.

"ბარსელონას" ექსპრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ბარტომეუს მხდალი და არაკომპეტენტური უწოდა, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

სამაგიეროდ უკვე გადაწყვეტილია მწვრთნელ კიკე სეტიენის ბედი, რომელთანაც კლუბის ხელმძღვანელობა დღეს კონტრაქტის გაწყვეტის საკითხს შეათანხმებს და ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ორ დღეში გამოაცხადებენ.

არაა გამორიცხული
სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის გადაყენებაც. ის სეტიენს განცდილი ფიასკოს შემდეგაც უჭერს მხარს და შეიძლება კარისაკენ მიუთითონ.

ბარტომეუ უკვე დაუკავშირდა დროებით უმუშევარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს და 1+1 სისტემის ხელშეკრულება შესთავაზა, არგენტინელი კი სამწლიან კონტრაქტს ითხოვს.

განიხილება აგრეთვე რონალდ კუმანის, მასიმილიანო ალეგრის და ტიერი ანრის კანდიდატურები, ხავიმ კი ამ ეტაპზე "ბარსას" ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
პოკეტინო მგონი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი,მაგრამ ეს ბართომეუ არა რაა არ არის გასაჩერებელი.დაღუპა ბარსელონა.
გეგი
15:35 16-08-2020
1
Direqtorta sabcho radunda am xalxs tavad arunda icodnen rom casasvleli aqvt? Abidali kiara abdali unda iyo rom is ver dainaxo barsas rac chirs.
Milani
07:06 16-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული