8 გოლის გაშვების შემდეგ ტერ შტეგენმა პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში 8 გოლის გაშვების შემდეგ პირველი საჯარაო განცხადება გააკეთა.

"ნამდვილად რთული დროა. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. იმედგაცრუებული ვარ. არ მინდა გამამართლებელი საბუთების ძიება - ისინი, უბრალოდ არ არსებობს. ნათელია, რომ ცვლილებები გვჭირდება,"- დაწერა გერმანელმა კიპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

"ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში საკუთარ კარში 8 გოლი პირველად მიიღო. ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება კლუბის პრეზიდენტი ბართომეუს, სპორტული დირექტორი აბიდალისა და მთ. მწვრთნელი სეტიენის გაშვების შესახებ, თუმცა ჯერ გა
დაწყვეტილი არაფერია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მე ვფიქრობ, დიდი სამეულის დაშლამ ( ნეიმარის წასვლამ) განაპირობა მათი დასუსტება.ამ დანაკარგის კომპენსაცია ვერ მოხერხდა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა. ბაიერნი აღზევების სტადიაზეა, ბარსელონა - პირიქით. არ არის ეს ანგარიში გუნდების რაობის ზუსტი განმსაზღვრელი. ხდება ასე, ყველამ ვიცით.
კომენტატორი
16 აგვისტო 2020 22:17
2
ვახო შენ ნაცებივით ნუ გაყვები ამ ჩაძირულ გემს ესენი კიდევ ერთი საუკუნე ვერაფერს ვეღარ გააკეთებენ და დამთავრდა მაგათი დრო როცა წავიდა ორი დირიჟორი გუნდიდან ამას უნდა შეეგუოთ
Gio
16 აგვისტო 2020 17:44
13
გიო, ნაცები ჭირსაც წაუღიათ. ბარსას გლშემატკივარი ვარ როგორც წარმატებაში ისევე წარუმატებლობაში. არ ვარ ისეთი ადამიანი, ავდგე ეხლა და ზურგი ვაქციო ჩემს საყვარელ გუნდს პირიქით ეხლა ჭირდებათ მხარდაჭერა. ნამდვილი კულეები ასე იქცევიან. გიო შენს საყვარელ გუნდს უჭირდეს და მიატოვებ? პასუხს ველი.
gios ვახო
16 აგვისტო 2020 18:53
0
სასაცილოა ყველაფრის სეტიენზე გადაბრალება, ლუის ენრიკე უფრო მაღალი დონის და კვალიფიკაციისა? უბრალოდ ხავი და ინიესტა ყავდათ გუნდში და ეგენი იყვნენ დირიჟორები, მესიც დაბერდა და ვეღარ ქაჩავს, ასე რომ უნდა შეეგუოთ იმას რომ ბარსას დიდება ჩაბარდა წარსულს, ისევ ის ძველი ბარსა იქნება ლიგის ოთხეულში მოსახვედრად რომ იბრძოდა.
Musenbezi
16 აგვისტო 2020 14:17
10
ბარსას ძალიან სუსტი ფანობა ყოლია, რაც ბოლო წლებში გუნდში ხდება ბართოლომეოს ხელში, ამას რომ ითმენენ და გუნდის მენეჯმენტის გაგდებას არ ითხოვენ ისე როგორც საჭიროა. კაი ხანია გუნდში სრული ბარდაკია ყველა მიმართულებით- ტრანსფერებიდან დაწყებული მწვრთნელებით დამთავრებული. ვერ წარმომიდგენია სეტიენის დონის მწვრთნელი რომელიმე გრანდს მიეწვია, პრინციპში არც ვალვერდეს დონისა. მესის რაც შეეხება, პირადად მასზე იმის თქმა თამაშს მოუკლოო სისულელეა - ტიპი გუნდის მთავარი ბომბარდირი, მთავარი ასისტენტი და რა ვიცი მაგის გარეშე გოლი ვერ გააქვთ ხოდა არ არის ეს ნორმალური, უტაქტიკო უიდეო უუუ გუნდად აქციეს ბარსა.
არტ
16 აგვისტო 2020 17:45
0
რა არის სასაცილო,ტიპი გაგნებაში არაა.არანაირი ტაქტიკური მონახაზი.არავითარი თამაშის სტილის წაყვანა,ეს ჩანს არაპეოფესიონალი თვალით დანახული და მართლა სპეციალისტის შემთხვევაში რომ დაინახოს ვინმემ წარმოიდგინე რა იქნება.მიზეზი არია მწყვრთნელი და კლუბის არასწორი სატრანსფერო პოლიტიკა!
გეგი
16 აგვისტო 2020 15:32
0
ყველა გამოხმაურება
ტერ შტეგენ! მე როგორც ბარსას ფანი, უკვე დღეიდან დავხურე ეს კოშმარი და მოვისროლე სადაც საჭიროა. რაც ბარსაში კარგა ხანი ხდება, ბართომეუ არის ამის ყევლაფრის "შემომქმედი" ისეთი ტრანსფერები და დაბალი დონის მწვრთნელები მოიყვანა, რომ შედეგი ლოგიკურად ასეთიც იქნებოდა! სიმართლე გითხრათ მესი მეცოდება ამ ხელმძღვანელობის ხელში, მერამდენედ უფუჭებენ ხასიათს. იუვემ ერთ წამში გააგდო მოუსავლეთში სარი და პირლო მოიყვანა. ესენი კი ფეხს ითრევენ, ალბათ სანამ სულ არ გაანადგურებენ ბარსას მერე წაეთრევიან ეს ხელმძღვანელობა უკლებლივ. მიუხედავად ყველაფრისა, ერთი წამითაც არ მიფქრია ბარსას და მესის ზურგი შევაქციო, ორივე მიყვარს ძალიან.
vaxo
16 აგვისტო 2020 12:32
2
8 გაშვებულიც მეტყველებს რომ მესი არ არის გუნდის ლიდერის მქონე მოთამაშე. ფსიქოლოგიურად არის სუსტი და ეს მთელ გუნდს გადაედება. თორემ საწყს მონაკვეთში ბარსა არ გავდა 8 გოლის გამშვებს. გაათანაბრა და წინ გასვლის შანსიც ქონდათ. ყველაფერი ფსიქოლოგიის ბრალია. მესი ყავთ ლიდერად
max
16 აგვისტო 2020 12:28
15
რასაც შენ ამბობ ეგ დამმუხტავი, შემყვირებელ-შემძახებელი ტიპი სულაც არ არის აუცილებელი იყოს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი. არც რამოსი და არც პუიოლი თავის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები არ იყვნენ და ზოგადად საუკეთესო მცველებიც არ არიან, ასე რომ ნუ გაუხურეთ ამ მესის მართლა რა! გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, საუკეთესო ასისტენტი, თუ რამე მოახერხა გუნდმა ყველაფერი ამის ხარჯზე და ახლა შემყვირებელ- შემაჯანჯღარებელი იყოს ვინმე სხვა მაგალითად პუიოლის ტიპის არ შეიძლება? ნორმალური ტრანსფერებია საჭირო. ნორმალური მწვრთნელი და ეგაა რა!
არტ
16 აგვისტო 2020 18:45
0
ყველა გუნდში არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია გუნდის დამუხტვა, ლიდერობა, ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნა.
ვამბობ იმას რომ მესის არ აქვს ეს თვისება, რაც ჩანს როგორც ნაკრებში ისე ბარსელონაში, გადამწყვეტ მატჩებში. სადაც სწორედ ფსიქოლოგიურ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა.
მაგალითად რეალს რომ რამოსი ყოლოდა სიტისთან აუცლებლად გამოაგდება.
las
16 აგვისტო 2020 14:53
3
ყველა გამოხმაურება
ბართომეუ- რუსეთის პრეზიდენტად და აბიდალი- რუსეთის პრემიერად ან პირიქით.... მე მგონი არ იქნება ცუდი
ბეგო
16 აგვისტო 2020 11:20
1
რუსეთიც კი არ მემეტება მაგათთვის.მაინც ხალხი ცხოვრობს.ცოდოები არიან.
სოსო
17 აგვისტო 2020 11:15
0
ბარტომეუ ჯერ არ გაუშვან.ბარემ კოუტინიომ ლიგა მოიგოს და ლივერპულისათვის 5 მილიონი გადაახდევინოს.
სოსო
16 აგვისტო 2020 11:18
1

სიახლეები პოპულარული