კატალონიური "ბარსელონას" გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბაიერნთან" გამართულ მატჩში 8 გოლის გაშვების შემდეგ პირველი საჯარაო განცხადება გააკეთა.
"ნამდვილად რთული დროა. მომხდარის გამო ბოდიშს ვიხდი. იმედგაცრუებული ვარ. არ მინდა გამამართლებელი საბუთების ძიება - ისინი, უბრალოდ არ არსებობს. ნათელია, რომ ცვლილებები გვჭირდება,"- დაწერა გერმანელმა კიპერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
"ბარსელონამ" 21-ე საუკუნეში საკუთარ კარში 8 გოლი პირველად მიიღო. ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება კლუბის პრეზიდენტი ბართომეუს, სპორტული დირექტორი აბიდალისა და მთ. მწვრთნელი სეტიენის გაშვების შესახებ, თუმცა ჯერ გა
დაწყვეტილი არაფერია.