შესაძლოა, სუარესმა კარიერა ნიდერლანდებში განაგრძოს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი, შესაძლოა, ნიდერლანდებში დაბრუნდეს და კარიერა ყოფილ კლუბ ამსტერდამის "აიაქსში" განაგრძოს.

აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ენსო ოლივეირამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ამსტერდამული კლუბი კატალონიელებისთვის შეთავაზების გაკეთებას აპირებს, თუმცა ყველაფერი ლუისსა და "ბარსაზე" იქნება დამოკიდებული.

სუარესი "აიაქსის" ღირსებას 2007-11 წლებში იცავდა. გუნდთან ერთად ურუგვაელმა ნიდერლანდების ჩემპიონობა და თასი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ"ბლაუგრანას" მასთან განშორება სურს.

ლუის სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან თამაშობს. 2019/20 წლების სეზონში ფორვარდმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა შეჯიბრებაზე 36 მატჩი გამართა, 21
გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. "სუა" ეროვნული გუნდის წევრი 2007 წლიდან არის და 113 შეხვედრაში 59 გოლი აქვს გატანილი.

მომზადებულია barcablaugranes.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგის გაშვება როგორ იქნება?!
მერაბი
09:16 18-08-2020
1
ხო სუარესი გაუშვით, ვინც ცოტა მაინც ნამუსი შეგინახათ და ტერ შტეგენი შეინახეთ კარგად. ხელფასის მომატებაც არ დაგავიწყდეთ:)
ტერპეტროსიან
01:06 18-08-2020
1

სიახლეები პოპულარული