"ბარსამ" სუარესს ღია კარისკენ მიუთითა - იტალიურმა გრანდმა კი თავისთან მიიწვია...

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფორვარდი ლუის სუარესი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა - "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ "ლუისიტოს" წასვლისკენ უკვე მიუთითა.

ამის პარალელურად, იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 33 წლის ურუგვაელის საკუთარ გუნდში ხილვა ტურინის "იუვენტუსს" სურს. "ბებერი ქალბატონის" მმართველები მზად არიან სუარესს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და ხელფასის სახით 3 მილიონი ევროც გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება ამსტერდამის "აიაქსის" წინადადებას ფინანსურად სჯობს, თუმცა იქნებ არამხოლოდ ფინანსურად... "იუვეში" გადასვლით სუარესი იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც საკლუბო დონეზე მესისა და რონალდოსთან ერთად აქვთ ნათამაშები. ასეთი სპორტსმენი კი
მხოლოდ ორია: ჟერარდ პიკე და ჰენრიკ ლარსონი.

სუარესი "ბარსელონას" რიგებში 2014 წლიდან გამოდის. საერთო ჯამში, ურუგვაელმა "ბლაუგრანას" რიგებში 195 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია.

მომზადებულია TuttoMercato-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 22 /
სუარესის გაშვება თუ კუმანის გადაწყვეტილებაა ეს იმას ნიშნავს რომ აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლას აპირებს და დიდი ალბათობით იმდენად გაახალგაზრდავებს შემადგენლობას, რომ ძველი ბარსადან არაფერი დარჩება დაეს იქნება აბსოლუტურად ახალი გუნდი. თუ ბართოლომეუს მორიგი სისულელეა, მაშინ კუმანს თავიდანვე აყენებს დაქვემდებარებულის საფეხურზე რაც შემდგომში კონფლიქტის საფუძველია.
არტ
21 აგვისტო 2020 00:32
0
როდესაც გუნდს დააშანტაჟებ და ხელფასს 50 მილიონს დააწერ ამას ზოგიერთი გონებაჩლუნგისთვის ერთგულება და სიყვარული ქვია თურმე. დედაც მიყვარს მამაც მიყვარს მესი ყველას მირჩევნია.ქალის სიყვარული გამიგია მაგრამ ვიღაც გადამთიელი შეუხედავი კაცი ასე გიყვარდეთ მხოლოდ სუსტი ფსიხიკის ადამიანებს შეგიძლიათ.სიბერემდე სიყვარულს გისურვებთ.
ექიმობა უკვე გვიანია.
20 აგვისტო 2020 22:39
9
რამ გაგამწარა ეგრე , ლიჩნად დაგიშავა რამე ? დაწყნარდი რა, დამამშვიდებელი დალიე, რამე კარგი ფილმი ნახე, მხიარული რავი...ცოდვა ხარ ეგრე, ბოღმა აბერებს მაგად
აოე
21 აგვისტო 2020 00:17
0
ცოდოა ეს ბიჭი ბარსელონაში ცოტა უფრო მებრძოლი და პატივმოყვარე გუნდი ჭირდება, იუვე არაა ცუდი ვარიანტი
ათაბაგი
20 აგვისტო 2020 21:39
2
დიდი ხანია სუარესს დაუფასებლად უყურებენ ბარსელონაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოკლე დროში ლამის ყველა ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (რათქმაუნდა მესის შემდეგ), მაინც არ დაუფასეს, აგერ მე და აგერ ბართომეუ, წავა სუარესი და დასრულდება ბარსელონა
sul2
20 აგვისტო 2020 21:38
0
ამხ. ბართლომე შეცვალონ ამხ. ფიფიათი და ყველაფერი დალაგდება.
დ.დ.
20 აგვისტო 2020 19:47
3
იქაური ქომაგები ბართომეუს ობსტრუქციას როგორ არ უწყობენ წარმოუდგენელია!
გეგი
20 აგვისტო 2020 18:40
0
წავა სუარესი,წავა მესიც და ვისაც გასაქცევი ექნება,ყველა გაიქცევა.ბარტომეუსთან თამანამშრომლობა,უკვე შეურაცხმყოფელია
სოსო
20 აგვისტო 2020 18:34
0
გონსალო იგუაინი?
ASSASINI
20 აგვისტო 2020 18:12
0
რომ შემეძლოს ჩემს ხმას მივაწვდიდი ბარსას ფეხბურთელებს და ვეტყოდი. ნამეტანი არ შეაკლათ თავი ფეხბურთს და გუნდს, საბოლოოდ არავინ დაგიფასებთ, ერთგული ნამდვილი ფანების გარდა. აგერ რამის ბავშვი მივიდა მესი ბარსაში და ისე უერთგულა, რომ არსად გადასულა და თავისი თამაშითაც დაუმტკიცა მისდამი სიყვარული. ასევე სუარესმაც, და დანარჩენმმა ძირითადმა ფეხბურთელებმმაც. კი ძალიან დიდი დარტყმა მიიღეს ფეხბურთელებმმა ამ მარცხით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საბაბი მათი გაშვების. რამოდენიმე წელში კი დაამთავრებდნნენ ფეხბურთს თავს და ისე უნდა გაგვეცილებინა ეს თაობა როგორც ეკადრებოდათ სიყვარულით და პატივისცემით და არა ასე რომელიც ყოვლად მიუღებელია ნორმალური ადამიანისათვის. ესენი თუ გაუშვეს მესიმ ვისთან ერთად უნდა ითამაშოს? ამიტომ არც გამიკვირდება მესიმაც დაანებოს ყველაფერს თავი და ასეთ უდიდეს ფებურთელს კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ დარტყმას მივაყენებთ. სხვისი არ ვიცი და მე ამათ მერე აღარც მენდომება ფეხბურთის ყურება.
ვახო
20 აგვისტო 2020 17:53
1
ნუ იტყვი მასე. არც დაწყებულა მაგ თაობით ფეხბურთი და არც დამთავრდება. თუ ფეხბურთი გიყვარს, ასეა და თუ რომელიმე ფეხბურთელის პერსონალური ფანი ხარ პიროვნულად, მაშინ მის მომავალ ცხოვრებას მიადევნე თვალი
უკაცრავად
20 აგვისტო 2020 21:15
1
იუვე ჩამოსაწერად გამზადებული ფეხბურთელების კლუბად გადაიქცა
ლევან
20 აგვისტო 2020 17:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული