32 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ევერ ბანეგა ევროპა ლიგის ფინალში "ინტერის" დამარცხების (3:2) შემდეგ "სევილიას" დაემშვიდობა. მან მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის მადლობა გადაუხადა და ქალაქს გამარჯვება მიულოცა.
"როდესაც თამაშს მოვუკელი, ლოპეტეგიმ მითხრა, რომ თავდაუზოგავი შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევდი. ახლა გამარჯვების ზეიმის და თასის სევილიაში წაღების დროა. ეს გამარჯვება მთელი ქალაქისთვისაა.
მთელი ჩემი ცხოვრების გუნდს ვტოვებ, მაგრამ ბედნიერი ვარ. ჩემი თანაგუნდელების მადლობელი ვარ, რომ ჩვენი მორიგი ოცნება რეალობად გადაიქცა. წარმატებას ერთიანობით და რთული მომენტების გადალახვის უნარით მივაღწიეთ", - ციტირებს ბანეგას უეფას საიტი.