კუმანი კოუტინიოს "ბარსელონაში" დატოვებას აპირებს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შეიძლება "ბარსელონაში" დარჩეს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

გუნდის ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი 28 წლის ბრაზილიელზე იმედებს ამყარებს.

კუმანი პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "ბაიერნში" განათხოვრებულ ფეხბურთელთან დაკავშირებას და გასაუბრებას აპირებს.

"ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ თუ კუმანმა გადაწყვიტა, კოუტინიოს დაიტოვებენ.

მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული